The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



შალვა დიასამიძე

შალვა დიასამიძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1974  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი, მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის უნივერსიტეტის გუნდში (1929-32), “მედსანტრუდსა” (1933-35) და “ნაუკაში” (1936-40). იყო თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1947-49). მისი ხელმძღვანელობით “დინამომ” მოიგო სსრკ თასი (1949), სსრკ ჩემპიონატებში გავიდა მეორე (1947) და მესამე (1948) საპრიზო ადგილებზე. სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. თსუ-ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე 1943-47 წლებში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  326 გვ.


გააზიარე: