ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გოგი ავალიშვილი
დაბადების თარიღი: | 23 ნოემბერი, 1947 |
გარდაცვ. თარიღი: | 11 მაისი, 2000 (52 წლის ასაკში) |
კატეგორია: | კალათბურთი, მსაჯი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. კალათბურთელი, მსაჯი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა მოსკოვის ოლიმპიური თამაშების (1980), კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის (1982), ევროპის სამი პირველობისა (1983, 85, 87) და ევროპის საკლუბო ტურნირების მატჩებზე. არაერთხელ იყო დასახელებული სსრკ 10 საუკეთესო მსაჯს შორის.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 336 გვ.
|