The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გივი ბოსტოღანაშვილი

გივი ბოსტოღანაშვილი
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მსაჯი, მწვრთნელი, სასროლო სპორტი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ტყვიის მსროლელი, მწვრთნელი, მსაჯი. სსრკ ნაკრები გუნდის მწვრთნელი (1980-90), საქართველოს ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი (1972-იდან). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ქალთა ნაკრებმა პნევმატური პისტოლეტით სროლაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა (2005). იმსაჯა XXII ოლიმპიური თამაშებზე (1980, მოსკოვი), მსოფლიოსა (1990) და ევროპის ჩემპიონატებზე (1988). საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი (1991-იდან). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  331 გვ.


გააზიარე: