ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ნუგზარ სხირელი
დაბადების თარიღი: | 13 ნოემბერი, 1945 (79 წლის) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1992, 1994-იდან) და საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი (1983-იდან). მისი აღზრდილები არიან: დავით პოღოსიანი, ვლადიმერ მოდოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი და ბესარიონ გოჩაშვილი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 332 გვ.
|