The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დუგლას კავთელაშვილი

დუგლას კავთელაშვილი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, რაგბი

ბიოგრაფია

დაიბადა ხაშურში. მორაგბე, 8 ნომერი. მწვრთნელი. თამაშობდა ქუთაისის "დინამოში" (ახლანდელი "აია") და ნალჩიკის “უნივერსიტეტში”. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის “ტორპედოს” საფეხბურთო კლუბის გუნდის უფროსად. 1987 წლიდან "აიას" მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით "აია" სსრკ სამგზის ჩემპიონი (1987, 88, 89), თასის ორგზის მფლობელი (1987, 90) და საქართველოს სამგზის (1990, 91, 95) ჩემპიონი გახდა. 1994-95 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. წვრთნიდა მოსკოვის "სპარტაკს".

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  332 გვ.


გააზიარე: