The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გია გალდავა

გია გალდავა
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე, მწვრთნელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საქართველოს ოლიმპიური გუნდის უფროსი მწვრთნელი (1994-96) და მწვრთნელი (1996-2004). საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2004 წლიდან). მისი აღზრდილები არიან ლუკა კურტანიძე და გოჩა კირკიტაძე. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  332 გვ.


გააზიარე: