The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბეგი დარჩია

ბეგი დარჩია
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:კლასიკური ჭიდაობა, მწვრთნელი

ბიოგრაფია

დაიბადა ოზურგეთში. ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონატების მეორე (1989) და ორგზის მესამე (1988, 90) პრიზიორი. საფრანგეთის, რუმინეთის, ფინეთის, აშშ-ის, ჩეხოსლოვაკიის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საქართველოს ახალგაზრდული (1992-93) და ეროვნული (1992-იდან) გუნდების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები გახდა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონი (2003) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის ჩემპიონატების სამგზის მესამე პრიზიორი (1997, 98, 2001), მსოფლიოს თასის მფლობელი (2004) და მესამე პრიზიორი (2003), ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი მსოფლიოს ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა (1993). მისი აღზრდილები არიან: მანუჩარ კვირკველია, ტარიელ მელელაშვილი, ლაშა ლომაძე, რეზო ჭელიძე. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  333 გვ.


გააზიარე: