ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ზაურ სულაშვილი
დაბადების თარიღი: | 1 ივნისი, 1958 (66 წლის) |
კატეგორია: | მწვრთნელი, ხტომა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ბატუტზე ხტომა, მწვრთნელი. სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1987-91). საქართველოს ქალთა გუნდს ხელმძღვანელობს 1987 წლიდან, 1991-იდან კი საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ერთიანი (ქალები, კაცები) ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1987-91). დაჯილდოებულია ღირსების მედლით. მისი აღზრდილები არიან ყველაზე ტიტულიანი ქართველი ბატუტზე მხტომელები – რუსუდან ხოფერია, ანა დოღონაძე, ზაქარია აბრამიშვილი და ლია ბენდიანიშვილი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 333 გვ.
|