ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გურამ ძაგანია
დაბადების თარიღი: | 21 დეკემბერი, 1941 (83 წლის) |
კატეგორია: | მსაჯი, ხელბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ხელბურთი, მსაჯი. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი 1982 წლიდან. იმსაჯა “კეთილი ნების” თამაშების ქალთა ტურნირის ფინალი (1986), მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა და ევროპის საკლუბო ტურნირების (ჩემპიონთა თასი, თასების თასი, ქალაქების თასი) მატჩები. 1968 წლიდან მსაჯობდა სსრკ ჩემპიონატებისა და სპარტაკიადების შეხვედრებს, 1971-იდან სისტემატურად შედიოდა სსრკ საუკეთესო მსაჯთა ათეულში. 1966-იდან იყო საქართველოს სპორტის აკადემიის ფეხბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის კათედრის მასწავლებელი, 1980-იდან – პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი. 1992 წლიდან სპორტის აკადემიის პრორექტორია სამეცნიერო დარგში. გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და 50 სამეცნიერო სტატია სპორტის საკითხებზე. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი (2000). მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება (2016). დაჯილდოებულია საქართველოს ოლიმიური კომიტეტის მედლით (2016).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 336 გვ.
|