ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
მევლუდ მიმინოშვილი
დაბადების თარიღი: | 13 თებერვალი, 1942 (83 წლის) |
კატეგორია: | მსაჯი, ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ სუჯუნაში (აბაშა). ფეხბურთი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში, ევროთასების მრავალ შეხვედრაში. სულ სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 99 მატჩი (1979-88), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 9 (1990). სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983) ფინალური მატჩის არბიტრი. ექვსჯერ დაასახელეს სსრკ ათ საუკეთესო მსაჯს შორის (1980, 81, 83, 85-87).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 336 გვ.
|