The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მიხეილ ხერხეულიძე

მიხეილ ხერხეულიძე
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1958  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ქართული ჭიდაობა, ცხენოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა გორში. სპორტის მოღვაწე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული სახეობების განვითარებაში. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართული ჭიდაობის ფედერაციას. მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა  შემდგომში ტრადიციულ არაერთ შეჯიბრებას, მათ შორის ლელობურთსა და ცხენბურთში. აქვეყნებდა ნარკვევებს ქართული ჭიდაობის ისტორიაზე და გამოჩენილ ფალავნებზე. იყო რეჟისორ პავლე ფრანგიშვილის თეატრალური დასის წევრი, წერდა პიესებს.


გააზიარე: