The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



შოთა აფციაური

შოთა აფციაური
ოფიციალური სახელი:აფციაური
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 2008  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი
კატეგორია:ცხენოსნობა

ბიოგრაფია

შოთა აფციაური დაიბადა ქ.თბილისში 1931 წლის 12 ნოემბერს.20საუკუნის 40-50-იანი წლების თბილისელმა სპორტსმენებმა შოთა აფციაურმა და სხვებმა თავისი წვლილი შეიტანეს მთელი რესპუბლიკის მასშტაბით კლასიკური ცხენოსნობის სამივე სახეობის დანერგვასა და სხვადასხვა საკავშირო ასპარეზობაზე საქართველოს გუნდების გამოსვლებში.მდიდარი ცხენოსნური ტრადიციების მიუხედავად საქართველოს მხედრების წარმატებები მხოლოდ საბჭოური შეჯიბრებებით შემოიფარგლა(იმდროინდელი გარემოებების გამო).ამ შეჯიბრებებში ყოველთვის წარმატებულად ასპარეზობდა შოთა აფციაური.1920 წლიდან ეროვნული სახეობის პარალელურად განვითარდა ცხენოსნობის ე.წ კლასიკური სახეობები.1923 წელს ჩამოყალიბდა ცხენთგამოცდის კომიტეტი.გაიხსნა სპორტული ცხენოსნობის სექტა.კლასიკური სახეობათა დანერგვას საფუძველი ჩაუყარეს ოსკარ და ნატალიაროგებმა,მათი საქმე კი ნაყოფიერად გააგრძელეს შოთა აფციაურმა,რევაზ კორძაიამ,რევაზ მანჯავიძემ...მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახშირდა მასობრივი ცხენოსნური შეჯიბრებები,რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.კარიერის დასრულების შემდეგ შოთა აფციაურმა მოღვაწეობა მწვრთნელის რანგში გააგრძელა.იგი გადაღებულია ქართულ ფილმებში ეპიზოდურ როლებში: მამლუქი,რაც გინახავს ვეღარ ნახავ და გერმანულ ფილმში შევარდენის ნაკვალევი.მისი სახელი ენციკლობედიაში ოქროს ასოებით არის ტანილი,როგორც სპორტის ოსტატი.მისი გამორჩეული ცხენების სახელებია:ბარამბა,გაიოზი,მეგია.შოთა აფციაური გარდაიცვალა თბილისში 2008 წლის 12 ივლისს.დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.


გააზიარე: