The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რევაზ გოგეშვილი

რევაზ გოგეშვილი
სხვა სახელი:რეზო
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:28 სექტემბერი, 2015  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მძლეოსნობა

ბიოგრაფია

რევაზ გოგეშვილი დაიბადა 1934წ-14ივნისს ლანჩხუთის რ-ნის სოფელ ნიგოითში. სპორტულ სიარულში სსრკ-ის სპორტის ოსტატი. (1962)-წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ინსტიტუტი. (1962-1967)-წლებში თბილისის ტრანსპორტელთა სპორტულ კლუბში "სინათლე" მუშაობდა ინსტრუქტორ მეთოდისტად. (1967-1970)-წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად ფიზიკური არზრდისა და სპორტის კათედრაზე. (1970-1985)-წლებში იყო თბილისის განათლების განყოფილების მძლეოსნობის სპორტული სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, (1985-1989)-წლებში ამავე სკოლის უფროსი მეთოდისტი, ხოლო (1989-2007)-წლამდე დირექტორი. ხსენებულმა სპორტსკოლამ ნაყოფიერი მუშაობით საქვეყნოდ გაითქვა სახელი. რევაზ გოგეშვილის უშუალო ხელმძღვანელობით აქ აღიზარდნენ ისეთი ცნობილი მძლეოსნები, როგორიც იყვნენ: სსრკ-ის მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონები სვეტლანა ხრიპკო, ალექსანდრე სხირტლაძე, სსრკ-ის ჩემპიონი და საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული ოლეგ სტრიჟაკოვი, სსრკ-ის კავშირის ჩემპიონი ნინო ონაშვილი და სხვები. პიონერულ ოთხჭიდში სკოლის არსაზრდელთა გუნდმა პირველობა მოიპოვა არტეკის საერთაშორისო შეჯიბრებაში.


გააზიარე: