The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



პეტრე მშვენიერაძე

პეტრე მშვენიერაძე
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1929
გარდაცვ. თარიღი:3 ივნისი, 2003  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:წყალბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს. თამაშობდა თბილისის ”დინამოში” (1945-47), მოსკოვის ”დინამოში” (1948-50, 52-63), მოსკოვის ვვს-ში (სამხედრო საჰაერო ძალების გუნდი, 1951), სსრკ ნაკრებში (1950-63) და იყო მისი კაპიტანი (1953-63). XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) მესამე და XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი) მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე (1962) და მესამე (1958) პრიზიორი, სსრკ ათგზის ჩემპიონი (1952, 55-63), სსრკ თასის მფლობელი (1949). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. მამის სპორტული გზა გააგრძელეს მისმა შვილებმა _ ნუგზარმა და გიორგიმ (გამოდიოდნენ რუსეთის სახელით). ნუგზარი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელია, გიორგი _ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.


გააზიარე: