The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი როსტიაშვილი

გიორგი როსტიაშვილი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1994  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, მწვრთნელი, სამბო

ბიოგრაფია

დაიბადა კავთისხევში (კასპი). სამბისტი, თავისუფალის სტილის მოჭიდავე, მწვრთნელი. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1948, 50, 51) სამბოში, სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1951) თავისუფალ ჭიდაობაში. ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. მისი აღზრდილები არიან: ზარბეგ ბერიაშვილი, ნოდარ მოდებაძე, რომან მარსაგიშვილი, გივი ყვარელაშვილი, დავით ყვარელაშვილი (ყველა _ თავისუფალი ჭიდაობა), როსტომ აბაშიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იოსებ მაღალაშვილი (მსოფლიო ჩემპიონი სამბოში), ჯუმბერ დავლიანიძე. აზიის თამაშებზე ხელმძღვანელობდა პაკისტანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს (1972). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი. 

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  328 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბოლშევიკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. დონის როსტოვი
  • 1951 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტალინი
  • 1950 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ყაზანი
  • 1948 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1947 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: