ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ანტონ პლესნოი
დაბადების თარიღი: | 17 სექტემბერი, 1996 (28 წლის) |
კატეგორია: | ძალოსნობა |
ბიოგრაფია
დაიბადა ქ. დონეცკში (უკრაინა) გამოდის საქართველოს სახელით. 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი 2017 წ.(94 კგ), 23-წლამდელებს შორის სხვადასხვა სახეობაში ოთხგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი 2019 წ. (ტაილანდი), მსოფლიო თასის გამარჯვებული 2020 წ. (რომი, იტალია).
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში წარსდგა საქართველოს ნაკრების სახელით (-96 კგ). სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს იყო დიდი მიღწევაა, რადგან პლესნოი ტრავმით ასპარეზობდა, რამაც აშკარად შეუშალა ხელი უკეთესი შედეგის დაფიქსირებაში. 24 წლის ძალოსანმა ტრავმის მიუხედავად, ორჭიდში 387 კგ დააფიქსირა.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2021 - მესამე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. ტოკიო (იაპონია)
ძალოსნობა (96 კგ)
- 2020 - პირველი ადგილი, მსოფლიო თასი. რომი (იტალია)
ძალოსნობა (96 კგ)
- 2019 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ბათუმი (საქართველო)
ძალოსნობა (96 კგ)
- 2019 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ბათუმი (საქართველო)
ძალოსნობა (94 კგ)
- 2019 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. პატაია (ტაილანდი)
ძალოსნობა (96 კგ)
- 2019 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ბუქარესტი (რუმინეთი) (23 წლამდელებს შორის)
ძალოსნობა (96 კგ)
- 2019 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. პატაია (ტაილანდი)
ძალოსნობა (96 კგ)
- 2018 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ზამოსცი (პოლონეთი) (23 წლამდელებს შორის)
ძალოსნობა (94 კგ)
- 2018 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ზამოსცი (პოლონეთი) (23 წლამდელებს შორის )
ძალოსნობა (94 კგ)
|