The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მუხრან ვახტანგაძე

მუხრან ვახტანგაძე
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:კლასიკური ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ბათუმში. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (82, 84, 85კგ). 

2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (XVIII ადგილი). 2013 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მიანიჭა სპორტის რაინდის წოდება. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი და ღირსების ორდენი. 2016-20 წლებში საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი.

სპორტული ტიტულები:

1995 - საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი (82კგ; ვაანტას თასი);
1998 - საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი (85კგ; მსოფლიო საუნივერსიტეტო ჩემპიონატი);

2000 - ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (85კგ; სიდნეი) - შედეგები: IV ჯგუფი: ტოომას პროოველი (ესტონეთი) - 6:4; IV ჯგუფი: რაატბეკ სანატბაიევი (ყირგიზეთი) - 3:1; 1/4: ვალერი ცილენტი (ბელარუსი) - 6:5; 1/2: ჰამზა იერლიქაია (თურქეთი) - 0:3; III ადგილისთვის: ფრიც აანესი (ნორვეგია) - 4:0.

2001 - მსოფლიოს ჩემპიონი (85კგ; პატრასი, საბერძნეთი);

2003 - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (85კგ; ბელგრადი, სერბეთი და მონტენეგრო);
2003 - მსოფლიო თასის მფლობელი პირად პირველობაში (84კგ);

2004 - მსოფლიო თასის მფლობელი გუნდურ ჩათვლაში

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ბელგრადი, სერბია და ჩერნოგორია
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (85 კგ)
  • 2001 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. პატრა, საბერძნეთი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (85 კგ)
  • 2000 - მესამე ადგილი, ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები. სიდნეი, ავსტრალია
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (85 კგ.)

გააზიარე: