The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლაშა ბექაური

ლაშა ბექაური
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 2000  (24 წლის)
კატეგორია:ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა სოფ. არხილოსკალოში. (დედოფლისწყაროს რაიონი). ქართველი ძიუდოისტი. (60, 73, 81, 90 კგ.). 2021 წელს, ლისაბონში (პორტუგალია) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაასახელეს საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტად.

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 2021 (2020; 90კგ; ტოკიო), 2024 (90კგ; პარიზი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 2023 (90კგ; დოჰა, კატარი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2022 (90კგ; ტაშკენტი, უზბეკეთი), 2023 (შერეული გუნდი; დოჰა, კატარი)
ევროპის ჩემპიონი - 2021 (90კგ; ლისაბონი, პორტუგალია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2023 (90კგ; მონპელიე, საფრანგეთი), 2024 (შერეული გუნდი; ზაგრები, ხორვატია)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2024 (90კგ; ზაგრები, ხორვატია)
ევროპის III თამაშების ჩემპიონი - 2023 (შერეული გუნდი; კრაკოვი-მალოპოლსკა, პოლონეთი)
მსოფლიო მასტერსი - 2019 (90კგ; ცინდაო, ჩინეთი), 2023 (90კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი)
მსოფლიო მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორი - 2021 (90კგ; დოჰა, კატარი)
გრანდ სლემი - 2021 (90კგ; თელ ავივი, ისრაელი), 2023 (90კგ; თბილისი), 2024 (90კგ; თბილისი)
გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორი - 2022 (90კგ; ტოკიო, იაპონია)
აერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 2019, (90კგ; უსტერი, შვეიცარია), 2019 (90კგ; კლუჟი, რუმინეთი), 2024 (90კგ; მადრიდი, ესპანეთი)
მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი - 2019 (90კგ; ნეაპოლი, იტალია)
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი - 2019 (90კგ; თბილისი)
საქართველოს ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2016 (60კგ; თბილისი)
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2017 (73კგ; თბილისი)
მსოფლიოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2018 (90კგ; ნასაუ, ბაჰამის კუნძულები), 2019 (90კგ; მარაქეში, მაროკო)
მსოფლიოს ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2017 (90კგ; სანტიაგო, ჩილე)
ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2019 (90კგ; ვანტაა, ფინეთი)
ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2017 (90კგ; კაუნასი, ლიეტუვა)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2018 (90კგ; ბერლინი, გერმანია)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები) - 2018 (81კგ; სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2017 (73კგ; ტულა, რუსეთი), 2017 (73კგ; ბიელსკო ბიალა, პოლონეთი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი (ჭაბუკები) - 2016 (60კგ; ანტალია, თურქეთი)

ლაშა ბექაურის შედეგები 2021 (2020) წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
1/16: პიოტრ კუჩერა (პოლონეთი) - მოგება
1/8: ლი კოხმანი (ისრაელი) - მოგება
1/4: დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი) - მოგება
1/2: მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი) - მოგება
ფინალი: ედუარდ ტრიპელი (გერმანია) - მოგება

ლაშა ბექაურის შედეგები 2024 წელს, პარიზის ოლიმპიადაზე:
1/8: ივაილო ივანოვი (ბულგარეთი) - მოგება
1/4: იუ-იოპ ჰანი (სამხრეთი კორეა) - მოგება
1/2: ტრისტან მოსახლიშვილი (ესპანეთი) - მოგება
ფინალი: სანშირო მურაო (იაპონია) - მოგება

2021 წელს, ლისაბონში (პორტუგალია) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოკად დასახელდა.



ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2024 - პირველი ადგილი, გრანდ სლემი თბილისი 2024, თბილისი, საქართველო
    ძიუდო
  • 2024 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2024, ზაგრები, ხორვატია
    ძიუდო (90კგ)
  • 2024 - პირველი ადგილი, ევროპის ღია პირველობა 2024, მადრიდი, ესპანეთი
    ძიუდო (90კგ)
  • 2024 - პირველი ადგილი, ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები 2024, პარიზი, საფრანგეთი
    ძიუდო (90კგ)
  • 2023 - პირველი ადგილი, გრანდ სლემი თბილისი 2023, თბილისი, საქართველო
    ძიუდო (90კგ)
  • 2023 - პირველი ადგილი, მასტერსი ბუდაპეშტი 2023, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    ძიუდო (90კგ)
  • 2023 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2023, დოჰა, კატარი
    ძიუდო (90კგ)
  • 2023 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2023, მონპელიე, საფრანგეთი
    ძიუდო (81კგ)
  • 2022 - პირველი ადგილი, ევროპის ღია პირველობა, ობერვარტი, ავსტრია
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2022 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, ტაშკენტი, უზბეკეთი
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2021 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ლისაბონი, პორტუგალია
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2021 - პირველი ადგილი, გრანდ სლემი, თელ ავივი, ისრაელი
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2021 - მესამე ადგილი, მასტერსი "დოჰა", დოჰა, ყატარი
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2020 - პირველი ადგილი, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, ტოკიო, იაპონია
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი "ცინდაო მასტერსი", ცინდაო, ჩინეთი
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, მარაკეში, მაროკო (ახალგაზრდებს შორის)
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, ევროპის თასი, უსტერი, შვეიცარია
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, ევროპის ღია პირველობა, კლუჟ ნაპოკა, რუმინეთი
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2019 - მეორე ადგილი, მსოფლიო უნივერსიადა, ნეაპოლი, იტალია
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ვანტაა, ფინეთი (ახალგაზრდებს შორის)
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2018 - მესამე ადგილი, ევროპის თასი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი (ახალგაზრდებს შორის)
    ძიუდო (81 კგ.)
  • 2018 - პირველი ადგილი, ევროპის თასი, ბერლინი, გერმანია (ახალგაზრდებს შორის)
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2018 - მესამე ადგილი, ევროპის თასი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი (ახალგაზრდებს შორის)
    ძიუდო (81 კგ.)
  • 2018 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, ნასაუ, ბაჰამის კუნძულები (ახალგაზრდებს შორის)
    ძიუდო (90 კგ.)
  • 2017 - პირველი ადგილი, ევროპის თასი, ტულა, რუსეთი (ჭაბუკებს შორის)
    ძიუდო (73 კგ.)
  • 2017 - მეორე ადგილი, საქართველოს ჩემპიონატი. თბილისი, საქართველო (ჭაბუკებს შორის)
    ძიუდო (73 კგ.)
  • 2017 - პირველი ადგილი, ევროპის თასი, ბიელსკო ბიალა, პოლონეთი (ჭაბუკებს შორის)
    ძიუდო (73 კგ.)
  • 2017 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, კაუნასი, ლიტვა (ჭაბუკებს შორის)
    ძიუდო (73 კგ.)
  • 2017 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, სანტიაგო, ჩილე
    ძიუდო (73 კგ.)
  • 2016 - პირველი ადგილი, საქართველოს ჩემპიონატი. თბილისი, საქართველო (ჭაბუკებს შორის)
    ძიუდო (60 კგ.)
  • 2016 - პირველი ადგილი, ევროპის თასი. ანტალია, თურქეთი (ჭაბუკებს შორის)
    ძიუდო (60 კგ.)

გააზიარე: