ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ირაკლი ბოლქვაძე
დაბადების თარიღი: | 12 დეკემბერი, 1994 (30 წლის) |
კატეგორია: | ცურვა |
ბიოგრაფია
დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, სადაც ცხოვრობდა 3 წლამდე ოჯახთან ერთად, შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდნენ საქართველოში. თბილისში, სკოლაში სწავლის პარალელურად (11 წლის ასაკიდან), ცურვას სერიოზულად მოკიდა ხელი. ვარჯიშობდა ყოველდღე დილის 7 საათიდან, შემდეგ ვარჯიში გააგრძელა საზღვარგარეთ, კერძოდ ავსტრიაში. ასპარეზობს საქართველოს სახელით.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2016 - მესამე ადგილი, უნგრეთის ღია ჩემპიონატი, უნგრეთი
ცურვა
- 2015 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, სლოვაკეთი
ცურვა
- 2012 - მეორე ადგილი, აერთაშორისო ტურნირი, ბელარუსი
ცურვა
- 2012 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი , ანტვერპენი, ბელგია (ახალგაზრდებს შორის)
ცურვა
|