შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
ავთანდილ ჭრიკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ნორიოში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი). ქართველი ძიუდოისტი. (182 სმ, 81 კგ. წონითი კატეგორია). ძიუდოისტთა ნაკრების წევრი. ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი. 2013 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიურ საანგარიშო ყრილობაზე, სეოკ-ის გადაწყვეტილებით დასახელდა 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე. ევროპის 3-გზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული. 2009 - ახალგაზრდებს შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონი (81 კგ); 2010 - ახალგაზრდებს შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონი (81 კგ); 2010 - ბრინჯაოს პრიზიორი (81 კგ); 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე (დამარცხდა 1/8-ფინალში); 2012 - საქართველოს ჩემპიონი (90 კგ); 2013 - საქართველოს ჩემპიონი (90 კგ); 2013 - მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი; 2013 - ევროპის ჩემპიონი; 2014 - ევროპის ჩემპიონი; 2014 - მსოფლიოს ჩემპიონი (81 კგ.); 2015 - ევროპის ჩემპიონი; 2016 - საქართველოს ჩემპიონი (90 კგ); 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე (V ადგილი); 2017 - ვერცხლის პრიზიორი - (90 კგ). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |