The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თენგიზ ღვინჯილია

თენგიზ ღვინჯილია
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1986  (38 წლის)
კატეგორია:მძლეოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა აფხაზეთში. თენგიზი 9 წლის იყო, როცა მისი ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო ზუგდიდში. ამ ასაკიდან დაიწყო მძლეოსნობაში ვარჯიში მწვრთნელ რევაზ ბუკიასთან. 2003 წელს, საქართველოს ზამთრის ჩემპიონატში 800 მეტრზე რბენაში, პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვების შემდეგ მიიღო შეთავაზება თბილისში გადასვლაზე და კარიერის იქ გაგრძელებაზე. მისი მწვრთნელი იყო ჯერ ედუარდ ლომთაძე, შემდეგ წვრთნა გააგრძელა თენგიზ გელდიაშვილთან.შემდგომ 10 წელიწადში რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებული  800 და 1500 მეტრზე რბენაში, გაიმარჯვა აზერბაიჯანისა და სომხეთის ღია პირველობებში  (800 მ.), მე-3 ადგილზე მოიპოვა ისრაელში გამართულ შეჯიბრებაზე.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, აზერბაიჯანი
    მძლეოსნობა
  • 2014 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი "კავკასიის თასი", თბილისი, საქართველო
    მძლეოსნობა

გააზიარე: