The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



იულია ლობჟანიძე

იულია ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1977  (47 წლის)
კატეგორია:მშვილდოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა ლვოვში (უკრაინა). მშვილდოსანი. თავიდან უკრაინის მშვილდოსან ქალთა ნაკრებში გამოდიოდა, შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და 2013 წლიდან ასპარეზობს საქართველოს სახელით. ლობჟანიძე არის საქართველოს მშვილდოსან ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდურ პირველობაში ევროპის ზამთრის პირველობის ჩემპიონი, ოლიმპიურ დისციპლინაში - ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე (1/32).

2013 - ბათუმის საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი (შერეული წყვილი);

2013 - საქართველოს თასი;

2013 - ბათუმის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი; 

2014 - აზერბაიჯანის მშვილდოსნობის ფედერაციის თასი - ბაქო, აზერბაიჯანი (გუნდური);
2014 - აზერბაიჯანის მშვილდოსნობის ფედერაციის თასის ბრინჯაოს პრიზიორი (ბაქო, აზერბაიჯანი);

2014 - საქართველოს ვიცე-ჩემპიონი;

2014 - საქართველოს ვიცე-ჩემპიონი (ჭერქვეშა); 

2014 - აჭარის ჩემპიონი; 

2015 - ევროპის ვიცე-ჩემპიონი - კოპერი, სლოვენია (ჭერქვეშა), (გუნდური);
2015 - ევროპის გრან პრი (მარათონი, საბერძნეთი);

2015 - საქართველოს ვიცე-ჩემპიონი (ჭერქვეშა); 
2015 - ბათუმის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი; 

2016 - ევროპის ვიცე-ჩემპიონი - ნოტინგემი, ინგლისი (გუნდური);

2016 - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - ანკარა, თურქეთი (ჭერქვეშა), (გუნდური);

2016 - გახრამან ბაგატირის მემორიალის ვიცე-ჩემპიონი - ანტალია, თურქეთი (გუნდური).



გააზიარე: