შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
იური ლომაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ოზურგეთში (გურია). ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. წონა - 74 კგ, სიმაღლე - 181 სმ. 2018 წელს, იმის გამო, რომ ვერ გაიარა დოპინგ-კონტროლი, კასპიისკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოგებული ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა. 2017 - საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი (ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას თასი; თბილისი); 2017 - საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი (გუნდური; ალროსას თასი); 2019 - საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი (კრისტიან პალუსალუს მემორიალი); 2020 - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (რომი, იტალია). მთავარი მწვრთნელი (2015 წლიდან) მუხრან მაჭუტაძე; მწვრთნელი (2006 წლიდან) - ზურაბ ზურაბიანი. აქტიურია 2006 წლიდან. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |