The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნინო თიბილაშვილი

ნინო თიბილაშვილი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1997  (27 წლის)
კატეგორია:ფარიკაობა

ბიოგრაფია

ქართველი მოფარიკავე. ეტლით მოფარიკავეებში საუკეთესო მოფარიკავის ტიტულის მფლობელი 23 წლამდელებს შორის. ფარიკაობა დაიწყო 17 წლის ასაკში და მიიღო მონაწილეობა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.  ეტლით მოფარიკავეებში ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი 23 წლამდელებს შორის (ხმალსა და რაპირაში). 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეტლით ფარიკაობაში ჩემპიონის ტიტულის მფლობელი (პოლონეთი). 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - მეორე ადგილი, პარალიმპიური თამაშები, ტოკიო, იაპონია
    პარაფარიკაობა
  • 2019 - მესამე ადგილი, მსოფლიო თასი, სან პაულუ, ბრაზილია
    პარაფარიკაობა
  • 2019 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, საფრანგეთი
    პარაფარიკაობა
  • 2019 - მესამე ადგილი, მსოფლიო თასი, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (23 წლამდელებს შორის)
    პარაფარიკაობა
  • 2019 - პირველი ადგილი, მსოფლიო თასი, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
    პარაფარიკაობა
  • 2018 - მესამე ადგილი, მსოფლიო თასი, ეგერი, უნგრეთი
    პარაფარიკაობა
  • 2018 - მეორე ადგილი, მსოფლიო თასი, მონრეალი, კანადა
    პარაფარიკაობა
  • 2018 - მესამე ადგილი, მსოფლიო თასი, მონრეალი, კანადა
    პარაფარიკაობა
  • 2018 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ტერნი, იტალია
    პარაფარიკაობა
  • 2017 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, პოლონეთი (23 წლამდელებს შორის)
    პარაფარიკაობა
  • 2017 - მესამე ადგილი, მსოფლიო თასი, ნიდერლანდები
    პარაფარიკაობა
  • 2017 - მესამე ადგილი, მსოფლიო თასი, უნგრეთი
    პარაფარიკაობა
  • 2017 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, პოლონეთი (23 წლამდელებს შორის )
    პარაფარიკაობა
  • 2017 - მესამე ადგილი, მსოფლიო თასი, პიზა, იტალია
    პარაფარიკაობა

გააზიარე: