ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ზაურ მამარდაშვილი
დაბადების თარიღი: | 20 ივნისი, 1994 (30 წლის) |
კატეგორია: | სამბო, ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა საგარეჯოში (კახეთი). ქართველი სპორტსმენი (სამბო, ძიუდო). ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ახალგაზრდებს შორის. მწრთვნელი - მამუკა მათიაშვილი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2016 - მესამე ადგილი, არჩილ ჩოხელის მემორიალი, თბილისი, საქართველო
სამბო (90 კგ.)
- 2014 - მესამე ადგილი, ევროპის თასი, თესალონიკი, საბერძნეთი (ახალგაზრდებს შორის)
ძიუდო (90 კგ.)
- 2014 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, კასერესი, ესპანეთი (ახალგაზრდებს შორის)
სამბო (90 კგ.)
- 2014 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, სეული, სამხრეთ კორეა (ახალგაზრდებს შორის)
სამბო (90 კგ.)
- 2012 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ბუქარესტი, რუმინეთი (ჭაბუკებს შორის)
სამბო (87 კგ.)
|