ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
თორნიკე ჭოველიძე
დაბადების თარიღი: | 10 აპრილი, 1995 (30 წლის) |
კატეგორია: | სამბო, ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა ბათუმში (აჭარა). ქართველი სპორტსმენი (ძიუდო, სამბო). ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჭაბუკებს შორის, მსოფლიო ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის, ევროპის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2019 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ხიხონი, ესპანეთი
სამბო (62 კგ.)
- 2017 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, სოჭი, რუსეთი
სამბო (62 კგ.)
- 2015 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ნოვი სადი, სერბეთი (ახალგაზრდებს შორის)
სამბო (68 კგ.)
- 2015 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, რიგა, ლატვია (ახალგაზრდებს შორის)
სამბო (68 კგ.)
- 2014 - მესამე ადგილი, არჩილ ჩოხელის მემორიალი, თბილისი, საქართველო
სამბო (68 კგ.)
- 2014 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, სეული, სამხრეთ კორეა (ახალგაზრდებს შორის)
სამბო (68 კგ.)
- 2014 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, კასერესი, ესპანეთი (ახალგაზრდებს შორის)
სამბო (68 კგ.)
- 2013 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ლიმასოლი, კვიპროსი (ჭაბუკებს შორის)
სამბო (60 კგ.)
- 2013 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, სალონიკი, საბერძნეთი (ჭაბუკებს შორის)
სამბო (65 კგ.)
|