The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დავით ჩხარტიშვილი

დავით ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1996  (28 წლის)
კატეგორია:კლასიკური ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ოზურგეთში (გურია). ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე). სიმაღლე - 165 სმ, წონა - 59 კგ. მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ევროპის II თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი 23-წლამდელებს შორის, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის.

მწვრთნელი 2006 წლიდან ვალერი ზურაბიანი.

აქტიურია 2006 წლიდან.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - მესამე ადგილი, ევროპული თამაშები, მინსკი, ბელარუსი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (60 კგ.)
  • 2018 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, სტამბოლი, თურქეთი (23 წლამდელებს შორის )
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (60 კგ.)
  • 2018 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, კასპიისკი, რუსეთი
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (-60 კგ.)
  • 2017 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, სომბათჰეი, უნგრეთი (23 წლამდელებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (59 კგ.)
  • 2017 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, კიევი, უკრაინა
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (66 კგ.)
  • 2016 - პირველი ადგილი, ავსტრიის ღია პირველობა, ვენა, ავსტრია (ახალგაზრდებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (55 კგ.)
  • 2016 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ფრეიდენფელდსის მემორიალი), რიგა, ლატვია (ახალგაზრდებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (60 კგ.)
  • 2016 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ფედერაციის თასი), ბაქო, აზერბაიჯანი (ახალგაზრდებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (55 კგ.)
  • 2016 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ბუქარესტი, რუმინეთი (ახალგაზრდებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (55 კგ.)
  • 2016 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, მაკონი, საფრანგეთი (ახალგაზრდებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (55 კგ.)
  • 2015 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ფედერაციის თასი), ბაქო, აზერნაიჯანი (ახალგაზრდებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (55 კგ.)
  • 2013 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ყაზარაშვილის თასი), რუსთავი, საქართველო (ჭაბუკებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (54 კგ.)
  • 2013 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, თურქეთი (ჭაბუკებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (50 კგ.)
  • 2013 - მეორე ადგილი, ფედერაციის თასი, ბაქო, აზერბაიჯანი (ჭაბუკებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (50 კგ.)
  • 2013 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ვახტანგაძს თასი), ბათუმი, საქართველო (ჭაბუკებს შორის)
    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (120 კგ.)

გააზიარე: