The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი სულავა

გიორგი სულავა
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1997  (27 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში (იმერეთი). თავისუფალი სტილით მოჭიდავე. სიმაღლე - 170 სმ., წონა - 66 კგ. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ახალგაზრდებს შორის, საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი.

მთავარი მწვრთნელი 2012 წლიდან - რამაზ ჩაჩხიანი, მწვრთნელი 2006 წლიდან - კობა ახვლედიანი

აქტიურია 2008 წლიდან.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ციოლკოვსკი, პიტლასინსკი), ვარშავა, პოლონეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (74 კგ.)
  • 2022 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (74 კგ.)
  • 2021 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, კიევი, უკრაინა
    თავისუფალი ჭიდაობა (74 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ბალავაძე, კარტოზია), თბილისი, საქართველო
    თავისუფალი ჭიდაობა (74 კგ.)
  • 2019 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ნოვი სადი, სერბეთი (23 წლამდელებს შორის )
    თავისუფალი ჭიდაობა (74 კგ.)
  • 2019 - პირველი ადგილი, საერთაშორისსო ტურნირი, ბლაგოევგრადი, ბულგარეთი (23 წლამდელებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (74 კგ.)
  • 2019 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, ბუდაპეშტი, უნგრეთი (23 წლამდელებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (74 კგ.)
  • 2018 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, სტამბოლი, თურქეთი (23 წლამდელებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (70 კგ.)
  • 2018 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ტახტის თასი), თავრიზი, ირანი
    თავისუფალი ჭიდაობა (74 კგ.)
  • 2016 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი "ჩემპიონები", ანკარა, თურქეთი (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (66 კგ.)
  • 2016 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, სოფია ბულგარეთი (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (65 კგ.)
  • 2016 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ბუქარესტი, რუმინეთი (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (66 კგ.)
  • 2015 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ფედერაციის თასი), ბაქო, აზერნაიჯანი (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (60 კგ.)
  • 2015 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, ბაქო, აზერბაიჯანი (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (60 კგ.)
  • 2013 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ზარიბეგ ბერიაშვილის თასი), თბილისი, საქართველო (ჭაბუკებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (50 კგ.)

გააზიარე: