The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ომარ გუსოშვილი

ომარ გუსოშვილი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1992  (32 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა სოფ. ხიდისთავში (შიდა ქართლი). ქართველი სპორტსმენი,  თავისუფალი სტილით მოჭიდავე. სიმაღლე - 186 სმ., წონა - 125 კგ. ევროპის ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ახალგაზრდებს შორის.

 მთავარი მწვრთნელი: 2002 წლიდან -  ნუგზარ სხირელი.

აქტიურია 2002 წლიდან.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (სარქისიანის მემორიალი), ვანაძორი, სომხეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (97 კგ.)
  • 2015 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი "მედვედის თასი", მინსკი, ბელარუსი
    თავისუფალი ჭიდაობა (97 კგ.)
  • 2015 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, ვალბრჟიხი, პოლონეთი (23 წლამდელებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (97 კგ.)
  • 2014 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (დელანის მემორიალი), ნიცა, საფრანგეთი
    თავისუფალი ჭიდაობა (125 კგ.)
  • 2012 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ფედერაციის თასი), ბაქო, აზერბაიჯანი (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (96 კგ.)
  • 2012 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ფრეიდენფელდსის მემორიალი), რიგა, ლატვია (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (96 კგ.)
  • 2012 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, თურქეთი (ახალგაზრდებს შორის)
    თავისუფალი ჭიდაობა (96 კგ.)

გააზიარე: