The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ოთარ ერანოსიანი

ოთარ ერანოსიანი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1993  (31 წლის)
კატეგორია:კრივი

ბიოგრაფია

დაიბადა ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი). ქართველი მოკრივე. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის II თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - პირველი ადგილი, დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, თბილისი, საქართველო
    კრივი (60 კგ.)
  • 2019 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, მინსკი, ბელარუსი
    კრივი (60 კგ.)
  • 2019 - მესამე ადგილი, ევროპული თამაშები, მინსკი, ბელარუსი
    კრივი (60 კგ.)
  • 2018 - მესამე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, მინსკი, ბელარუსი
    კრივი (60 კგ.)
  • 2017 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი, ჰამბურგი, გერმანია
    კრივი (60 კგ.)
  • 2017 - პირველი ადგილი, დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, თბილისი, საქართველო
    კრივი (60 კგ.)
  • 2016 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ბოშკაის მემორიალი), დებრეცენი, უნგრეთი
    კრივი (60 კგ.)
  • 2015 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი, სამოკოვი, ბულგარეთი
    კრივი (60 კგ.)
  • 2014 - მეორე ადგილი, საერთაშორისო ტურნირი, პრაღა, ჩეხეთი
    კრივი (60 კგ.)
  • 2014 - პირველი ადგილი, საერთაშორისო ტურნირი (ფელიქს შტამის მემორიალი), ვარშავა, პოლონეთი
    კრივი (60 კგ.)
  • 2014 - მეორე ადგილი, ევროკავშირის ჩემპიონატი, სოფია, ბულგარეთი
    კრივი (60 კგ.)

გააზიარე: