The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ტიტე ჯორჯიკია

ტიტე ჯორჯიკია
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1918
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 2001  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

ტიტე პროკოფის-ძე ჯორჯიკია დაიბადა ქ. ფოთში. ფეხბურთის თამაში დაიწყო იქვე. 1933 წლიდან 15 წლისა  უკვე ფოთის ნაკრები გუნდის შემადგენლობაშია. სპორტში მან ფეხი აიდგა ისეთი ცნობილი ოსტატების გვერდით, როგორებიც იყვნენ შემდგომში დინამოელთა პირველი თაობის კორიფეები ბ. პაიჭაძე, ვ. ბერძენიშვილი, გ. გაგუა, ვ. ჯორბენაძე და სხვები. 1936 წელს მან ჩააბარა თბილისის სახ. უნივერსიტეტის (ახლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტი) ეკონომიკის ფაკულტეტზე. პარალელურად თამაშობდა თსუ-ს კალათბურთისა და ფეხბურთის ნაკრებ გუნდებში. 1939 წლიდან ბ. პაიჭაძის სურვილითა და უშუალო ინიციატივით გადაიყვანეს თბილისის დინამოში. აქ მან მალევე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. თამაშობდა მარცხენა გარემარბის (რუსულად მისი სათამაშო პოზიცია ასე იწერება წყაროში: „левый полукрайний нападения Т. Джорджикия.) პოზიციაზე. 1939 და 1940 წლებში ორგზის იყო საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. იმის გამო, რომ მამა ყავდა რეპრესირებული, უკვე პოპულარული და ძალზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, მის გამოხსნას ცდილობდა და ამის გამო ხშირად უკმაყოფილებასაც გამოთქვამდა ხელისუფლების მიმართ. ამიტომ 1940 წელს, 22 წლის ასაკში ისიც დააპატიმრეს და სსრკ-ს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, მაგადანის მხარეში გადაასახლეს. 16 წელი გაატარა მან მონურ შრომაში კოლიმაზე, სადაც სხვა კატორღელებთან ერთად ოქრქს სარეწებზე ამუშავებდნენ. განთავისუფლდა ე. წ. „ხრუშჩოვის დათბობის“ ხანაში 1956 წელს. შინ დაბრუნებული ფეხბურთს აღარასოდეს გაკარებია, არც რეაბილიტაციაზე უბრძოლია ოდესმე. მუშაობდა და ცხოვრობდა რუსთავსა და თბილისში. გარდაიცვალა 2001 წლის 7 სექტემბერს 83 წლისა. დაკრძალულია ქ. თბილისში, მუხათგვერდის  სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ფეხბურთის კლუბი თბილისის "დინამო", წევრი (1939-1940)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1940 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1939 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: