შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
გია შანშიაშვილი![]()
ბიოგრაფია1975 წელს დაამთავრა თბილისის 31-ე საშუალო სკოლა. მოსწავლეობის წლებში ვარჯიშობდა სპორტსაზოგადოება "დინამოში" და მონაწილეობდა საქართველოს ჩემპიონატებში (თავისუფალი ჭიდაობა. მწვრთნელი გოდერძი ფასურიშვილი). 1979-81 წლებში სწავლობდა თბილისის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში და პარალელურად მუშაობდა მინისტრთა საბჭოს სატელეფონო სადგურში. 1987 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი მწვრთნელი - პედაგოგის სპეციალობით. 1987 - 91 წლებში მუშაობდა „საქსახმიწპროექტისა“ და პირველი სამშენებლო ტრესტის ფიზკულტურის ინსტრუქტორ - მეთოდისტად. 1979 წლიდან დაიწყო ვარჯიში რაგბიში, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის გუნდში (უფროსი მწვრთნელი რეზო ჩხეიძე. მწვრთნელი მიხეილ ბურძგლა), რომელიც მონაწილეობდა რესპუბლიკურ ჩემპიონატებში და I-II ადგილებს იყოფდა თსუ გუნდთან. 1980 წელს გახდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი რაგბში. იმავე წელს შეუერთდა თბილისის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილ რაგბის კლუბ "შევარდენს" (დამფუძნებელი და მწვრთნელი რამაზ სანებლიძე), რომელიც 1981-87 წლებში გამოდიოდა სსრკ უმაღლეს ლიგაში. 1981 წელს მოიგო სსრკ ჩემპიონატი და აიღო პირველი ადგილი (უმაღლესი ლიგა, ახალგაზრდული ნაკრები). 1982 წლიდან გუნდი „შევარდენი“ წარმატებით ასპარეზობდა ევროპულ ტურნირებში. 1992 - 97 წლებში იყო "შევარდენის" მოთამაშე მწვრთნელი და გუნდის ადმინისტრატორი. თამაშობდა მე-9 (ჰავბეკი), მე-13 (შუამარბი) და მე-15 (ფულბეკი) ნომრად და, ბუნებრივია, ცხოვრებაშიც გამოყოლილი ჰქონდა ამ პოზიციებზე მდგომი მორაგბისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულება, სწრაფი აზროვნებისა და იდეების გენერირების უნარი, მაღალი სისწრაფე. მას იცნობდნენ, როგორც ფანატიკოს მებრძოლს - მძიმე ტრავმების მიუხედავად, არ ტოვებდა მოედანს და ბოლომდე უტევდა მეტოქეს ლელოს დასადებად. მის გამოზრდილთა შორის ასახელებენ: ზ. მჭედლიშვილს, ი. ზედგინიძეს, ი. პარწიკანაშვილს და სხვადასხვა თაობის უამრავ მორაგბეს. 1992-1995 წლებში, აქტიური სპორტული მოღვაწეობის პარალელურად, ავარჯიშებდა 187-ე საშუალო სკოლისა და 192-ე სკოლა-გიმნაზიის ბავშვთა გუნდებს რაგბიში. სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში (უფროსი მასწავლებელი, ფიზიკური კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი, მწვრთნელი). აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც - სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველო - საფრანგეთის ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, საბურთალოს რაიონის სოციალურ სააგენტოში, მერიის "თბილისის კორპუსში" და სხვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |