The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე
Legal name:ლაშა ტალახაძე
Date of birth:2 October, 1993  (31 years)
Category:Weightlifting

Biography

დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში
ძალოსნობა; 94კგ, +102კგ, +105კგ, +109კგ

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 2016 (+105კგ; რიო დე ჟანეირო), 2020 (+109კგ; ტოკიო), 2024 (+102კგ; პარიზი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2015 (+105კგ; ჰიუსტონი, აშშ), 2017 (+105კგ; ანაჰაიმი, აშშ), 2018 (+109კგ; აშგაბატი, თურქმენეთი), 2019 (+109კგ; პატაია, ტაილანდი), 2021 (+109კგ; ტაშკენტი, უზბეკეთი), 2022 (+109კგ; ბოგოტა, კოლუმბია), 2023 (+109კგ; ერ რიადი, საუდის არაბეთი)
ევროპის ჩემპიონი - 2016 (+105კგ; ფიორდე, ნორვეგია), 2017 (+105კგ; სპლიტი, ხორვატია), 2018 (+105კგ; ბუქარესტი, რუმინეთი), 2019 (+109კგ; ბათუმი), 2021 (+109კგ; მოსკოვი, რუსეთი), 2022 (+109კგ; ტირანა, ალბანეთი), 2023 (+109კგ; ერევანი, სომხეთი)
საქართველოს ჩემპიონი - 2013, 2016, 2017, 2020
მსოფლიოს ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2013 (+105კგ; ლიმა, პერუ)
ევროპის ჩემპიონი (23-წლამდელები) - 2016 (+105კგ; ეილატი, ისრაელი)
ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2011 (+105კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ახალგაზრდები) - 2012 (+105კგ; ეილატი, ისრაელი)
ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები) - 2010 (94კგ; ვალენსია, ესპანეთი)
საქართველოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 2013
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 2015 (+105კგ; კახი კახიაშვილის თასი), 2019 (+109კგ; ნაიმ სულეიმანოღლუს თასი)

საქართველოს საუკეთესო ვაჟი სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2018, 2019, 2021, 2022
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2016, 2017
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2016
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) - 2018, 2019
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) - 2017, 2018, 2019, 2021, 2023
ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის) - 2022
მსოფლიოს საუკეთესო ვაჟი ძალოსანი (IWF) - 2017, 2018, 2019
ევროპის საუკეთესო ვაჟი ძალოსანი (EWF) - 2021, 2022, 2023

სხვა ჯილდოები:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2016

ლაშა ტალახაძის შედეგები 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე:
აკვრა: 205-210-215 (I); ატაცი: 242-247-258 (I); ორჭიდი: 473კგ (ჩემპიონი)

ლაშა ტალახაძის შედეგები 2020 (2021) წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
აკვრა: 208-215-223 (I); ატაცი: 245-255-265 (I); ორჭიდი: 488კგ (ჩემპიონი)

ლაშა ტალახაძის შედეგები 2024 წელს, პარიზი ოლიმპიადაზე:
აკვრა: 210-215 (II); ატაცი: 247-255 (I); ორჭიდი: 470კგ (ჩემპიონი)

*-პირველი სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს სახელით მოიგო სამი ოლიმპიური ოქრო. ჩვენი სპორტის ისტორიაში კი ის მეორეა ვიქტორ სანეევის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა.
*-მსოფლიოს ერთადერთი ქართველი შვიდგზის ჩემპიონი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში.
*-ერთადერთი ძალოსანი სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 10 წლის განმავლობაში მოიგო წლის მთავარი შეჯიბრება - 3-ჯერ ოლიმპიადა (2016, 2021, 2024), 7-ჯერ მსოფლიო პირველობა (2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023).
*-პირველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ისტორიაში, რომელმაც სამი ოლიმპიადა მოიგო და მეექვსე ძალოსანი ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ნაიმ სულეიმანოღლუს (1988-1992-1996), კახი კახიაშვილის (საქართველო/დსთ - 1992; საბერძნეთი - 1996-2000), ბერძენი პიროს დიმასის (1992-1996-2000), თურქი ჰალილ მუთლუს (1996-2000-2004) და ჩინელი შიაოჟუნ ლუს (2012-2016-2020) შემდეგ.
*-ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის (1952), კახი კახიაშვილის (1992) და გიორგი ასანიძის (2004) შემდეგ. ასევე, პირველი ქართველი ძალოსანი, რომელიც სამ ოლიმპიურ ოქროს მედალს მფლობს.
*-მისი მამა, კობა ტალახაძე ყოფილი ძალოსანია, XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ნაკრების წევრიც იყო.
*-2013 წლის 17 ოქტომბერს, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე, აკრძალული პრეპარატი სტანოზოლოლი აღმოუჩინეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
*-მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში, ორჭიდში 454კგ დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოჩევი გახდა, რომელიც მოგვიანებით დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა. ლოჩევის შედეგი გაუქმდა და ოქროს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის წოდება ლაშა ტალახაძეს მიენიჭა.
*-2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა ორჭიდში მსოფლიო რეკორდით მოიგო - 473კგ დაძლია. წინა მიღწევა - 472კგ - ირანელმა ძალოსანმა ჰუსეინ რეზაზადემ 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე დააფიქსირა. ლაშამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცშიც - 215კგ.
*-2016 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „ლაშა ტალახაძე“.
*-მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში - 220კგ, ორჭიდში კი გააუმჯობესა თავისივე მიღწევა - 477კგ.
*-43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალური მიწვევით ლაშა ტალახაძე ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი გახდა.
*-ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ წონითი კატეგორიების შეცვლის და მსოფლიო რეკორდების ხელახალი აღნუსხვის შემდეგ ლაშამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შვიდჯერ(!) დაამყარა მსოფლიო რეკორდი - ატაცში (212კგ და 217კგ), აკვრაში (252კგ და 257კგ) და ორჭიდში (462კგ, 469კგ და 474კგ).
*-2019 წლის აპრილში, ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი - ატაცში (218კგ), აკვრაში (260კგ) და ორჭიდში (474კგ).
*-2019 წლის სექტემბერში, პატაიაში (ტაილანდი) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი - ატაცში (220კგ), აკვრაში (264კგ) და ორჭიდში (484კგ).
*-2020 წლის საქართველოს ჩემპიონატზე, ატაცსა და აკვრაში, შესაბამისად 222კგ და 267კგ დაიმორჩილა, ხოლო ორჭიდში 489კგ დააფიქსირა. ეს მისი პირადი რეკორდებია. ლაშას გამოსვლა ვიდეოჩანაწერზეც დაფიქსირდა, მაგრამ ოფიციალურ მსოფლიო რეკორდად არ ითვლება, რადგან შეჯიბრება მხოლოდ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ეგიდით გაიმართა.
*-2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე (მოსკოვი, რუსეთი) ატაცში 222კგ დაიმორჩილა და 2019 წელს ტაილანდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. აკვრაში 263კგ დააფიქსირა და ორჭიდში 485კგ-თი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
*-2021 წელს, ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე ლაშამ ორივე მოძრაობაში მსოფლიო რეკორდით იპირველა და, შესაბამისად, ოქროს მედალიც მსოფლიო რეკორდით მოიგო - 488კგ დაძლია. ატაცში მისი შედეგი იყო 223კგ, აკვრაში - 265კგ. ორივე შემთხვევაში ლაშამ საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. მეორე ადგილზე გასულ ალი დავუდის (ირანი) ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 47(!) კილოგრამით გაუსწრო.
*-2021 წლის 17 დეკემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი: ატაცში (225კგ), აკვრასა (267კგ) და ორჭიდში (492კგ)!
აკვრაში დაძლეული 267 კილოგრამით ლაშამ ყველა დროის რეკორდი დააფიქსირა - ასეთი წონა ძალოსანმა პირველად დაიმორჩილა! ამ მოძრაობაში მსოფლიო რეკორდი - 266კგ - ბელარუს (საბჭოთა) ლეონიდ ტარანენკოს ეკუთვნოდა (1988).
*-ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა გახდა პირველი, რომელმაც წლის მთავარი შეჯიბრება - ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი - ზედიზედ მეშვიდედ მოიგო! მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული, ლაშა მხოლოდ ოქროს ეუფლება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე (2016, 2020) და ზედიზედ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე (2015, 2017, 2018, 2019, 2021). ეს დიდებული სერია 2022 წელს ბოგოტაში (კოლუმბია) მოგებული მსოფლიო ჩემპიონატით გაგრძელდა.
*-2022 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის. ლაშა პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირად პირველობაში ექვსჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის წოდება!
*-2023 წელს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში 213 ქულა მოაგროვა და ქვეყნის მეორე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ხვიჩა კვარაცხელიას (244 ქულა) შემდეგ. 
*-2024 წლის 12 თებერვალს, სოფიაში (ბულგარეთი), ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ ლაშა ტალახაძე 2023 წლის ევროპის საუკეთესო ვაჟ ძალოსნად დაასახელა. გამოკითხვა სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ - AIPS - ჩაატარა. ლაშამ ზედიზედ მესამედ მოიგო EWF-ის მიერ 2021 წელს დაწესებული ჯილდო.

Awards and Honors

  • 2024 - ოქროს მედალი, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2023 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2023, ერევანი, სომხეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2023 - პირველი ადგილი , ევროპის ჩემპიონატი 2023, ერევანი, სომხეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2023 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2023, ერევანი, სომხეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2023 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2023, ერ რიადი, საუდის არაბეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2023 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2023, ერ რიადი, საუდის არაბეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2023 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2023, ერ რიადი, საუდის არაბეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2022 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2022, ტირანა, ალბანეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2022 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2022, ტირანა, ალბანეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2022 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2022, ტირანა, ალბანეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2022 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ბოგოტა, კოლუმბია
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2022 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ბოგოტა, კოლუმბია
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2022 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ბოგოტა, კოლუმბია
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2021 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2021, მოსკოვი, რუსეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2021 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2021, მოსკოვი, რუსეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2021 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2021, მოსკოვი, რუსეთი
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2020 - პირველი ადგილი, მსოფლიო თასი 2020, რომი, იტალია
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2020 - პირველი ადგილი, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები 2020, ტოკიო, იაპონია
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2020 - პირველი ადგილი, მსოფლიო თასი 2020, რომი, იტალია
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2020 - პირველი ადგილი, მსოფლიო თასი 2020, რომი, იტალია
    ძალოსნობა (+109კგ)
  • 2019 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2019, პატაია, ტაილანდი
    ძალოსნობა (+109 კგ)
  • 2019 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2019, ბათუმი, საქართველო
    ძალოსნობა (+109 კგ)
  • 2019 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2019, ბათუმი, საქართველო
    ძალოსნობა (+109 კგ)
  • 2019 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2019, ბათუმი, საქართველო
    ძალოსნობა (+109 კგ)
  • 2019 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2019, პატაია, ტაილანდი
    ძალოსნობა (+109 კგ)
  • 2019 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2019, პატაია, ტაილანდი
    ძალოსნობა (+109 კგ)
  • 2018 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
    ძალოსნობა (+105 კგ)
  • 2018 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2018, აშხაბადი, თურქმენეთი
    ძალოსნობა (+109 კგ)
  • 2018 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
    ძალოსნობა (+105 კგ)
  • 2018 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2018, ბუქარესტი, რუმინეთი
    ძალოსნობა (+105 კგ)
  • 2018 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2018, აშხაბადი, თურქმენეთი
    ძალოსნობა (+109 კგ)
  • 2018 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2018, აშხაბადი, თურქმენეთი
    ძალოსნობა (+109 კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2017, სპლიტი, ხორვატია
    ძალოსნობა (+105კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2017, სპლიტი, ხორვატია
    ძალოსნობა (+105 კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2017, სპლიტი, ხორვატია
    ძალოსნობა (+105 კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი , მსოფლიო ჩემპიონატი 2017, ანაჰაიმი, აშშ
    ძალოსნობა (+105 კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2017, ანაჰაიმი, აშშ
    ძალოსნობა (+105კგ)
  • 2017 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2017, ანაჰაიმი, აშშ
    ძალოსნობა (+105 კგ)
  • 2016 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი 2016, ფიორდე, ნორვეგია
    ძალოსნობა (+105)
  • 2016 - პირველი ადგილი, ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები 2016, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
    ძალოსნობა (+105 კგ)
  • 2016 - პირველი ადგილი, 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2016, ეილატი, ისრაელი
    ძალოსნობა (+105კგ)
  • 2015 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი 2015, ჰიუსტონი, აშშ
    ძალოსნობა (+105)
  • 2012 - მესამე ადგილი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2012, ეილატი, ისრაელი
    ძალოსნობა (+105კგ)

Share: