The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გაიოზ ჯეჯელავა

გაიოზ ჯეჯელავა
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 2005  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის ტსპო-ში (1933-34), “ოკომოტივსა” (1935-36), “დინამოში” (1937-48). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 135 მატჩი (59 გოლი). სსრკ ჩემპიონატების მეორე (1939, 40) და მესამე (1946, 47) პრიზიორი. იყო მოსკოვის ვვს-ისა (1950-51) და თბილისის “დინამოს” (1955-57) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  187 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1939-1947)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1946 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1940 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1939 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: