The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ავთანდილ ჭკუასელი

ავთანდილ ჭკუასელი
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:12 სექტემბერი, 1994  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1949-54, 1956-59), თბილისის “ლოკომოტივში” (1955). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში – 84 (29 გოლი). სსრკ ჩემპიონატების მეორე პრიზიორი (1951, 53). ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952). იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი (1976-84, 1987-88).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  188 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1951-1959)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1953 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1951 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: