The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე

ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1922
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1980  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა სოხუმში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი, ნახევარმცველი). თამაშობდა სოხუმის “პიშჩევიკში” (1939), სოხუმის “დინამოში” (1940-41), თბილისის “დინამოში” (1943-61). სსრკ ნაკრებში ითამაშა 3 მატჩი (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 341 (127 გოლი).  სსრკ ჩემპიონატების მეორე (1951, 53) და მესამე (1946, 47, 50, 59) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1946, 60). თბილისის “დინამოს” რეკორდსმენი სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩებისა და გოლების მიხედვით. სსრკ ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1951, 54). გრიგორი ფედოტოვის სახელობის “ასიანთა კლუბის” წევრი (143 გოლი). იყო თბილისის “დინამოს” (1961-62) და “ლოკომოტივის” (1966-67) მთავარი მწვრთნელი, თბილისის “დინამოს” (1962-65) გუნდის უფროსი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  187 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1946-1962)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1959 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1953 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1951 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1950 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1947 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1946 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: