The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ოთარ გაბელია

ოთარ გაბელია
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1953  (65 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ზუგდიდში. ფეხბურთელი (მეკარე). თამაშობდა ზუგდიდის “დინამოში” (1970-71), სოხუმის “დინამოში” (1972-73), ქუთაისის “ტორპედოში” (1974-76, 1983), თბილისის “დინამოში” (1977-82, 1985-89). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1, სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 300 მატჩი. ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო მეკარე (1979). იყო ზუგდიდის “ოდიშის” (1990-92), გურჯაანის “ალაზნის” (1992-93), ყვარლის “დურუჯის” (1993-95), მარნეულის “ალგეთის” (1995-96), თბილისის თსუ-ის (1997-99), თბილისის “მერანი 91″-ის (2001-02) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  199 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1977-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: