The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



კახი ასათიანი

კახი ასათიანი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1947
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 2002  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თელავში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1964-75). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი (5 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში – 217 (27 გოლი), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967, 69, 72), სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1970), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970). იყო თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი (1987) და გუნდის უფროსი (1978-82), საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრი (1991-92), საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე (1993-2000). პირველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  190 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1967-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1971 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1969 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: