The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რევაზ ძოძუაშვილი

რევაზ ძოძუაშვილი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა ქუთაისის “იმერეთში” (1962), თბილისის “დინამოში” (1963, 1968-76), ქუთაისის “ტორპედოში” (1964, 1966-67), სოხუმის “დინამოში” (1964-65).  სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების (1972) მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 301 მატჩი (5 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1969, 71, 72, 76 გაზაფხული). თბილისის ასკ-ის (1976), სამტრედიის “ლოკომოტივის” (1977), ქუთაისის “ტორპედოს” (1978, 1988-89, 2001-02), ფოთის “კოლხეთის” (1979), თბილისის “დინამოს” (1991-93), რუსთავის “მეტალურგის” (1993-95), შეპეტოვკის “ტემპის” (უკრაინა, 1995), ლატვიის ნაკრების (1998-99), თბილისის “ლოკომოტივის” (1999-2000), საქართველოს ნაკრების (1999-2001 _ დავით ყიფიანთან ერთად) მთავარი მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  193 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1969-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1971 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1969 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: