The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ელენე გედევანიშვილი

ელენე გედევანიშვილი
Date of birth:7 January, 1990  (34 years)
Category:Ice skating

Biography

დაიბადა თბილისში. მოციგურავე. 2010 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2003 და 2004 წლებში გახდა საქართველოს ჩემპიონი. საერთაშორისო ტურნირებიდან მოგებული აქვს ესტონეთის გრან-პრი (2006) და კარლ შაფერის მემორიალი (2007). ტურინის 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დაიკავა მეათე ადგილი (მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო). 2010 წლის ოლიმპიადაზე დაიკავა მეთოთხმეტე ადგილი. სლოვაკიის გრან-პრის მესამეადგილოსანი. მონაწილეობდა მსოფლიოს 7 ჩემპიონატზე და ამდენჯერვე იასპარეზა ევროპის პირველობაზე. კონტინენტის 2006 წლის ჩემპიონატზე დაიკავა მეხუთე ადგილი. მსოფლიოს 2009, 2011 და 2012 წლების ჩემპიონატებზე გავიდა 10-ე ადგილზე. ელენე გედევანიშვილი ასრულებს ურთულეს ილეთს – “ბილმანის ორმაგ ბრუნს” ფეხის მონაცვლეობით. გედევანიშვილი ღირსების ორდენის კავალერია.


Share: