The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



სლავა მეტრეველი

სლავა მეტრეველი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1998  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა სოჭში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა სოჭის “სპარტაკში” (1953-54), გორკის “ტორპედოში” (1955-56), მოსკოვის “ტორპედოშისა” (1956-62) და თბილისის “დინამოში” (1963-71). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი (11 გოლი). ევროპის ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966) და მონაწილე (1962). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 375 მატჩი (83 გოლი). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1960, 64), მეორე (1957, 61) და მესამე (1967, 69) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1960) და ფინალისტი (1958, 61, 70). გრიგორი ფედოტოვის სახელობის “ასიანთა კლუბის” წევრი (113 გოლი). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1964). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო გორის “დილის” მთავარი მწვრთნელი (1978-79). 1968 წლის 6 ნოემბერს ითამაშა “მარაკანაზე” ფიფას ნაკრებში ბრაზილიის წინააღმდეგ.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  190 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1964-1971)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1969 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1967 - მესამე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: