The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ალექსანდრე ჩივაძე

ალექსანდრე ჩივაძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ქლუხორში (ყარაჩაევსკი, რუსეთი). ფეხბურთელი (ნახევარმცველი, მცველი). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1974-87). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი (3 გოლი). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). სსრკ ნაკრების კაპიტანი (26 მატჩი). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 323 მატჩი (44 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1980). “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში დაიკავა მე-8 ადგილი (1981). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1993-96, 2001-03). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  195 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1978-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: