The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნოდარ ხიზანიშვილი

ნოდარ ხიზანიშვილი
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1953  (65 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა ბათუმში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა ბათუმის “დინამოში” (1971-73), თბილისის “დინამოსა” (1973-82) და ქუთაისის “ტორპედოში” (1983). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში – 165. სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო თბილისის “ლოკომოტივის” (1986), “სამტრედიისა” (1993) და ბოლნისის “სიონის” (1994-96) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია მისი შვილი ზურაბი (დაბ. 06.10.1981).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  197 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი (1977-1978)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - პირველი ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი
  • 1977 - მეორე ადგილი, სსრ კავშირის ჩემპიონატი

გააზიარე: