დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (თავდამსხმელი). თამაშობდა თბილისის ”დინამოში” (1971-86). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული(1981). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი(1 გოლი). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976). მონაწილეობდა სსრკ უმაღლესი ლიგის 303 მატჩში (47 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და სამგზის მესამე (1972, 76 გაზაფხული, 81) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი, (1976, 79) და ფინალისტი (1980). იყო საქართველოს ახალგაზრდული (1996-97) და ეროვნული (1998-99) ნაკრებების, ვლადიკავკაზის ”ალანიისა”(2000) და ”მცხეთის” (2003) მთავარი მწვრთნელი, თბილისის ”დინამოს” გუნდის უფროსი (1987-90), საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი(1987), კლუბ ”მცხეთის” პრეზიდენტი (2002-03). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.