Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრიდონ ხალვაში![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გეგელიძეები, ქედის რაიონი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1950 წელს; მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები 1957 წელს. 1941-1948წწ. სოფელ ცხმორისის კლუბისა და ბიბლიოთეკის გამგე; 1948-1950წწ. მეთოდკაბინეტის დირექტორი; 1950-1952წწ. აჭარის სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორი; 1957-1994წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის მდივანი; 1994-1995წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი პირველი ლექსი 1944 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული 1948 წელს გამოქვეყნდა; დადგმულია მისი სამი პიესა: "ხიხანის ძახილი", "ვაზის ტირილი", "გადარჩენილი უკვდავება"; მრავალი წიგნის (50-მდე წიგნის), პოეტური კრებულების, პიესების, რომანების ავტორი; მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, უზბეკურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, უნგრულ, ჩეხურ, პოლონურ, თურქულ ენებზე. პოეტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ბათუმის ერთ-ერთ გამზირს მიეკუთვნა. პოეტის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში გახსნილია მისი სახლ - მუზეუმი, ხოლო ბათუმის სახლზე, სადაც იგი ცხოვრობდა, გაკრულია მემორიალური დაფა. ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში ყოველწლიურად ტარდება დღესასწაული "ფრიდონობა", რომელიც შემდგომ პოეტის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში გრძელდება. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 403; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.246; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.206 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |