| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერონტი ქიქოძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ლაიფციგისა და ბერნის უნივერსიტეტები. ქართულ პრესაში აქვეყნებდა დიდი ერუდიციით, დახვეწილი გემოვნებითა და უზადო ქართულით დაწერილ სტატიებსა და ესეებს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო ლიტერატურული დაჯგუფების "არიფიონის" ერთ-ერთი მოთავე, ალმანახ "არიფიონის" რედაქტორი (ვ. გორგაძესთან ერთად). იყო ფართოდ განათლებული მწერალი და მკვლევარი. თანაბრად საფუძვლიანად იცნობდა ევროპის ძველ თუ ახალ ლიტერატურას, მხატვრობას, მუსიკას, მსოფლიო ფილოსოფიურ აზროვნებასა და კულტურას, ქართველი ერის ისტორიას, ქართულ ლიტერატურას. აღიარებული იყო ქართული კრიტიკული აზროვნების მეტრად. მის ნაშრომებს შორის აღსანიშნავია: "წერილები ხელოვნებაზე", "ქართული ლიტერატურის ისტორია", "ეტიუდები და პორტრეტები" და სხვა. მემუარულ ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესოა მისი "განთიადიდან შუადღემდე". იყო შეუდარებელი მთარგმნელი ა. სტენდალის, ა. დოდესი, ა. ფრანსისა და სხვათა ნაწარმოებებისა. მისი თარგმანები არანაკლებ მნიშვნელოვანია ეროვნული ლიტერატურისა და ენის განვითარებისათვის. მისი თარგმანები მიჩნეულია მთარგმნელობითი ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშებად. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. მწერალი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ისტორიკოს მანანა ქიქოძის მამა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.343; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. -თბ., 1986. - გვ.538; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.365; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

