Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ კაკაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. გერმანისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1971). ეკუთვნის ნაშრომები ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე ("კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში", 1963, თანაავტორი ნ. რუხაძე; "საქართველოს რეცეფცია გდრ-ის ლიტერატურაში", 1978; "ფიქრები საქართველოს შესახებ", 1979, რუსულ ენაზე; "შოთა რუსთაველი და ვოლფრამ ფონ ეშენბახი", 1980, გერმანულ ენაზე და სხვა). იკვლევდა ჰაინრიხ მანისა და თომას მანის შემოქმედებას ("ჰაინრიხ მანის ცხოვრება და შემოქმედება", 1956; "თომას მანი", 1967; "თომას მანი და ნიცშე", 1971, რუსულ ენაზე; "თომას მანი და დოსტოევსკი", 1976, ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე; "თომას მანის რომანების ძირითადი თავისებურებანი", 1978, გერმანულ ენაზე და სხვა). ეკუთვნის აგრეთვე "ნარკვევები XX საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან" (1964), "პორტრეტები და სილუეტები" (1973) და სხვა. ქართულ ენაზე თარგმნა ანა ზეგერსის, ერვინ შტრიტმატერის, ფრანც კაფკას, ნელი ზაქსის, ინგებორგ ბახმანისა და სხვათა ნაწარმოებები. ესეისტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.323; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.214 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |