| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ თევზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსიფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1959-1965წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1971წწ. ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 1971-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1993-2007წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 2002 წლიდან 2018 წლამდე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები: ქართული ფილოსოფიის ისტორია, კლასიკური გერმანული ფილოსოფია და მისი გავლენა მსოფლიო კულტურაზე; გ. თევზაძემ ქართულ ფილოსოფიაში დააყენა კაპადოკიური რენესანსის პრობლემა, ანალოგიისა და ადამიანის დანიშნულების პრობლემები იოანე პეტრიწთან; ახლებურად გაიაზრა სისტემის, როგორც ორგანიზმის საკითხი კანტის ფილოსოფიაში; განსაზღვრა იოჰან ბაპტისტ შადის ადგილი გერმანულ კლასიკაში; წამოაყენა გერმანული ნეოკანტიანელობის ახალი განმარტება, ასევე ირაციონალიზმის, როგორც გონების თვითკრიტიკის, პრობლემა; მონაწილეობდა იმანუელ კანტის III, V, VII საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში; კითხულობდა სპეცკურსს "კანტის წმინდა გონების კრიტიკაზე" მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1981), ასევე ლექციების კურსს (იმანუელ კანტი, გეორგ ჰეგელი, ნიკოლაი ჰარტმანი ) ქ. ჩანჩუნის უნივერსიტეტში (1990), ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის საზაფხულო სკოლას ქ. ვილნიუსში (1986); გამოქვეყნებილი აქვს 218 ნაშრომი, მათ შორის, 9 მონოგრაფია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1970), ფილოლოგ რუსუდან ენუქიძის მეუღლე და სოციოლოგ გიგი თევზაძის მამა. საკანდიდატო დისერტაცი თემა - "თავისუფლებისა და აუცილებლობის პრობლემა", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია", დაიცვა 1963 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.645; burusi.wordpress.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

