| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ძიძიგური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით 1930 წელს. 1936 წელს დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის, თელავის, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1967-1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე. იკვლევდა ქართული ენის გრამატიკის, მისი ისტორიის, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, ონომასტიკის, ზოგადი ენათმეცნიერული ფოლკლორისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის სხვადასხვა პრობლემას. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1963). მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. ენათმეცნიერი, ქართული ენისა და დიალექტების მკვლევარი, ბასკოლოგი. პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ძიძიგურის შვილი. არქეოლოგისა და მეცნიერის ლაშა ძიძიგურის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ. 278; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.425; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

