Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კიტი მაჩაბელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1960 წლიდან მოღვაწეობს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების გამგე: 1984-2006, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი: 2009 წლიდან), ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე (2001-2006). მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე (1967-2013) (1977-დან პროფესორი, 2009-დან ემერიტუს-პროფესორი). კ. მაჩაბელი არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (სადოქტორო დისერტაცია - "საქართველოს გვიანანტიკური ტორევტიკა" (1971). მისი ნაშრომებით საფუძველი ჩაეყარა წინა ქრისტიანული და ადრე ქრისტიანული ქართული სახვითი ხელოვნების კვლევას. მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, საერთაშორისო სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებში. იგი 23 წიგნისა და 300-მდე სტატიის ავტორია. მის ნაშრომებში განხილულია ქართული ქრისტიანული ხელოვნების გენეზისის, შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნებისა და ქანდაკების პრობლემები, საქართველოს როლი ქრისტიანული იკონოგრაფიის ჩამოყალიბებაში, თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები. ხელოვნებათმცოდნეობის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის მინიჭებული აქვს "გამოჩენილი მეცნიერის სტატუსი" (2016). საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის უშანგი ჭიჭინაძის მეუღლე. წყარო: ჩუბინაშვილის ცენტრის ვებ-გვერდი: gch-centre.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.598-599 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |